სიახლები

05-10-2023 უსაფრთხოება ლაბორატორიაში

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" გრანტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტის ამოცანების შესრულებას. პროექტის ასისტენტმა ნოდარ დუმბაძემ მოსწავლეებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობასთან დაკავშირებით. მოსწავლეები გაეცნენ ასევე ძირითადი ხელსაწყოების და ჭურჭლის გამოყენების წესებს. პროექტი მოიცავს როგორც ქიმიის, ასევე ბიოლოგიის მიმართულებით ლაბორატორიაში მუშაიობას. პროექტის ნაწილი შესრულდება სკოლაში, ნაწილი კი აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში.

ნანახია 143-ჯერ